ბათუმის „დინამო“ თბილისში „დინამოსთან“ დამარცხდა

24 ივნ 2026

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურში „დინამო თბილისმა“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ზღვისპირელები უკვე მეშვიდე წუთზე უენდი მარას გოლით დაწინაურდნენ.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უპირატესობას 75-ე წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა შემდეგ ჯერ მაქსიმ ტეიშეირამ გაათანაბრა, შემდეგ კი ნიკა ნინუამ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

„დინამო თბილისმა“ 31 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, „დინამო ბათუმი“ 27 ქულით მეხუთე პოზიციაზე და მომდევნო ტურში „გაგრას“ ეთამაშება. მომდევნო ტური კი 8 აგვისტოს გაიმართება. 

მანამდე ქართული კლუბები ევროტურნირებზე მოსინჯავენ ძალებს.