24 ივნ 2026
მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. მონეგასკებმა ფინალში „პარიზი“ დაძაბულ ბრძოლაში, სერიაში კი 3:2 დაამარცხეს. ქართველი მწვრთნელის გუნდმა გადამწყვეტი შეხვედრა სტუმრად, 101:92 მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.
შეგახსენებთ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი წლებია „მონაკოში“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ხოლო ამ სეზონის მიმდინარეობისას, მთავარი მწვრთნელის დათხოვნის შემდეგ, გუნდი ჩააბარეს.
მისი თაოსნობით „მონაკომ“ დუბლი შეასრულა, ჩემპიონიც გახდა და თასიც მოიგო, გარდა ამისა, ევროლიგის პლეი-ოფშიც ითამაშა.