24 ივნ 2026
მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა პორტუგალიის ნაკრებმა. პირველ ტურში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრეს შემდეგ პორტუგალიამ უზბეკეთი 5:0 დაამარცხა.
რონალდუს სანაკრებო ტურნირებზე ათმატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა. 38-ე წუთისთვის პორტუგალიელ ლეგენდას უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული.
შედეგად მას ნაკრებში 145 გოლი მოუგროვდა, რომელთაგან 10 მუნდიალებზე აქვს გატანილი. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა. რონალდუსთვის ეს იყო მეცხრე და მეათე გოლები მსოფლიოს ჩემპიონატზე, რითაც პორტუგალიის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა. მან ეუსებიოს გადაასწრო.
სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: ხორვატია - პანამა 1:0; ინგლისი - განა 0:0; კოლუმბია - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1:0.
დღეს ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები დაიწყება.