შეხვედრა უმცროს „ბორჯღალოსნებთან“

24 ივნ 2026

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველო 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში 16 ქვეყანა მონაწილეობს, თამაშები კი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.  

სპორტის მინისტრი „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე უმცროს „ბორჯღალოსნებს“ ნაკრებს შეხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატება უსურვა. საქართველო „მსოფლიო რაგბის" ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. 

2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის „მსოფლიო რაგბისგან" საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები.