24 ივნ 2026
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების შედეგად, 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია ხელმისაწვდომი ხდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამის გაფართოება სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვების განვითარებას, მეტყველებისა და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამასთან, პროგრამის ფარგლებში ისევ გაგრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტებისთვის, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.
სახელმწიფო პროგრამა, კოხლეარული იმპლანცატიის შემდგომ აუცილებელ სარეაბილატაციო მომსახურებებსა და თერაპიასაც ითვალისწინებს.