24 ივნ 2026
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამისთვის ახალი საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge წარადგინა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს ერთ სივრცეში მიაწვდის ინფორმაციას 12 უმსხვილეს სავაჭრო ქსელში საოჯახო კალათაში შემავალი 13 საბაზისო პროდუქტის საუკეთესო ფასებისა და შეთავაზებების შესახებ.
პორტალის მეშვეობით მოქალაქეები შეძლებენ ფასების შედარებას, სასურველი პროდუქტის კატეგორიის მიხედვით მოძიებას და საკუთარი კალათის შექმნას, სადაც საერთო ღირებულება ავტომატურად აისახება.
სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძე თქმით, პლატფორმა მომხმარებლის ინფორმირებულობის ზრდასა და სექტორში კონკურენციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროგრამაში ჩართული ქსელები სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწვდიან განახლებულ მონაცემებს, რომლებიც პორტალზე აისახება. სამომავლოდ დაგეგმილია მობილური აპლიკაციის შექმნაც.
პროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და პარლამენტის დროებითი კომისიის რეკომენდაციების ფარგლებში განხორციელდა.