24 ივნ 2026
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით - YRC ( ვაირსი) აკადემიის დასკვნით ეტაპზე პანელური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ტურიზმისა და მომსახურების სფეროებს.
ღონისძიებაში 18-დან 29 წლის ჩათვლით, 20 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
პანელური დისკუსიის მიზანი, აღნიშნულ სფეროებში საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაცნობა და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება იყო.