24 ივნ 2026
თბილისში მიმდინარე გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი თემატური სესიებითა და სამუშაო შეხვედრებით გრძელდება. ფორუმის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია.
სესიის მთავარი თემა იყო მოქალაქეთა მონაწილეობა, როგორც საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრულ ინკლუზიასა და მონაწილეობით მმართველობაზე იმისთვის, რომ საჯარო სერვისებზე თანაბარი წვდომა ჰქონდეთ საზოგადოების ყველა ჯგუფს, მათ შორის რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
პლენარული სესიების პარალელურად, ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.