24 ივნ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შეჩერების შესახებ აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია და განაცხადა, რომ ეს ვაშინგტონის პოზიციას ძირს უთხრის.
თავის სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ამ ნაბიჯს „ უდროო და უაზრო“ უწოდა და რეზოლუციის მხარდამჭერები ირანისთვის „კომფორტის“ უზრუნველყოფასა და მისი სამუშაოს „გართულებაში“ დაადანაშაულა.
მანამდე სენატმა 50-48-ის წინააღმდეგ ხმით, რომელსაც ოთხი რესპუბლიკელიც შეუერთდა, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპს თეირანთან საომარ მოქმედებებში აშშ-ის ჩართულობის დასრულებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას მანამდე მხარდაჭერა გამოუცხადა წარმომადგენელთა პალატამ.
1973 წელს „საომარი უფლებამოსილების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონგრესმა მსგავსი დირექტივა მიიღო.