ჩრდილოეთ კორეა საზღვაო ძალებს აძლიერებს

24 ივნ 2026

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია ქვეყნის  ლიდერის კიმ ჩენ ინის მიერ ახალი გამანადგურებლის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიის  კადრებს ავრცელებს. კიმის განცხადებით,  სახელმწიფომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა ააგოს ორი საბრძოლო ხომალდი, რომელთა წონა  5 ათასი მეტრული ტონა იქნება.

სამხრეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ინფორმაციით, კიმი დაესწრო ცერემონიას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ნამფოს პორტში გაიმართა ახალი მრავალფუნქციური გამანადგურებლის ჩო ჰიონის ექსპლუატაციაში გაშვების აღსანიშნავად. ამ საზღვაო ხომალდმა წარმატებით დაასრულა სამხედრო ოპერატიული ტესტები ბოლო 14 თვის განმავლობაში.

ქვეყანა გეგმავს მალე კიდევ ერთი 5 ათას ტონიანი გამანადგურებლის, სახელწოდებით კენგ კონის ჩაშვებას,  10 ათას ტონიანი სტრატეგიული საბრძოლო ხომალდების გარდა, განაცხადა კიმმაკენგ კონი გასულ წელს  მას შემდეგ გარემონტდა, რაც ზღვაში გაშვების ცერემონიაზე ნაწილობრივ გადაბრუნდა.

კიმის თქმით, საზღვაო ფლოტი ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების ყველაზე სუსტი ნაწილი იყო და აღნიშნა, რომ ახლა მისი შესაძლებლობები  წარმოუდგენლად დიდია.