24 ივნ 2026
გერმანიაში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ციფრული სარკინიგზო რადიოსისტემის შეფერხების გამო - ინფორმაციას რკინიგზის ოპერატორი კომპანია დოიჩე ბანი ავრცელებს. მიუნხენის რკინიგზის სადგურში მატარებლების მომსახურების, შესაძლო ხანგრძლივი დაგვიანებისა და გაუქმებული რეისების შესახებ მგზავრებისთვის გამაფრთხილებელი წარწერები გამოაკრეს.
სარკინიგზო მოძრაობის განახლების მოლოდინში ჩემოდნებიანი მგზავრებით სავსეა პლატფორმები და რკინიგზის სადგურის მოსაცდელი დარბაზები. „ამჟამად ყველა მატარებელი სადგურებშია გაჩერებული“, - აცხადებს დოიჩე ბანი და მიზეზად რკინიგზის მობილური კომუნიკაციის გლობალური სისტემის ხარვეზს ასახელებს. ეს სისტემა მატარებლის მემანქანესა და მოძრაობის კონტროლის ცენტრებს შორის კომუნიკაციის მთავარი ინსტრუმენტია.
კომპანიის განცხადებით, ტექნიკური ჯგუფები პრობლემის მოსაგვარებლად „მაქსიმალური დატვირთვით“ მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში აღდგება სრულად სარკინიგზო მიმოსვლა.