24 ივნ 2026
პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები უნგრეთის ევროსკეპტიკოსი ლიდერის, ვიქტორ ორბანის, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ.
ვიშეგრადის ოთხეული დაბრუნდა - განაცხადა უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა პოლონელ კოლეგა დონალდ ტუსკთან, სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოსთან და ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანდრეი ბაბიშთან ბუდაპეშტის მახლობლად მდებარე ქალაქ გოდოლოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. პოლონეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, შეხვედრა რეგიონული თანამშრომლობის მომავალს, ასევე ევროკავშირის ძირითად საკითხებს, უსაფრთხოების თემებსა და მიმდინარე გეოპოლიტიკურ გამოწვევებს მიეძღვნა.
არაფორმალური რეგიონული ალიანსის მთავარი მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობა, საერთო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება.