ბათუმში საზღვაო სექტორში ქალთა ასოციაცია დაფუძნდა

24 ივნ 2026

ბათუმში საზღვაო სექტორში ქალთა ასოციაცია დაფუძნდა. ასოციაციის – WIMA Europe-ის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და მას საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასოციაციის მიზანია საზღვაო სფეროში ქალთა პროფესიულ განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებას, ლიდერობის როლის ზრდასა და გენდერულ თანასწორობას ხელი შეუწყოს, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში.

ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-სა და დანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი  პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებაზე გაიმართა ასევე პანელური დისკუსია თემაზე - ქალები საზღვაო სფეროში მათი როლი, გამოწვევები და შესაძლებლობები.

WIMA Europe წარმოადგენს რიგით მეცხრე რეგიონულ ასოციაციას მსოფლიოში, რომელიც IMO-ს ეგიდით და პირველად ევროპის მასშტაბით დაარსდა.