დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს ეწვია

24 ივნ 2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს ეწვია.

იმერეთის სახელლმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან ერთად, სონღულაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ლურჯი მოცვის ბაღში მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაეცნო, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში  20 ჰექტარზე გაშენებული აქვს ლურჯი მოცვის ბაღი. მინისტრი ასევე დაათვალიერებს კომპანია „ჰერბიას“, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის წარმოებით არის დაკავებული, ასევე კომპანია „ფარკონს“, სადაც მცენარეული ნედლეუულის შრობა, გადამუშავება და დაფასოება მიმდინარეობს.  

იმერეთში დავით სონღულაშვილი სატბორე მეურნეობაში თევზის წარმოებასა და აკვაკულტურის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას, ბაღდათის მუნიციპალიტეტში კი კომპანია „ლაბარაში“ ღვინის წარმოების პროცესს გაეცნობა. 

მინისტრი კომპანიებში სტუმრობისას რეგიონში ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და გაფართოვებაზე, სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერების საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობდა.  

დავით სონღულაშვილი, ქალაქ ქუთაისში, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონის ოფისსაც გახსნის და უწყების თანამშრომლებს შეხვდება.