24 ივნ 2026
თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა, იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა.
მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ თბილისი იქცა გლობალური დისკუსიის პლატფორმად ინოვაციებსა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე სასაუბროდ. წლევანდელი ფორუმის თემა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ სრულად ეხმიანება საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რაც მოიცავს საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციას უფრო ეფექტიანი, ინკლუზიური და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველსაყოფად.
მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა, პარტნიორ ქვეყნებს გაუზიაროს უნიკალური გამოცდილება სწრაფი და ეფექტიანი, მათ შორის, ციფრული და დისტანციური სერვისების მიწოდების სისტემის განვითარების მიმართულებით.
პაატა სალიამ აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და ხაზი გაუსვა ციფრული მმართველობის როლს სახელმწიფოსა და მოქალაქის სწრაფი და მეტად ეფექტური თანამშრომლობისათვის. 3 დღის მანძილზე მინისტრმა, ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ფორუმის მონაწილე არაერთი ქვეყნის პირველ პირთან.