საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პუბლიკაცია

24 ივნ 2026

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

ნაშრომი აფასებს საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ოპტიმალურ დონეს, გაზრდილი საგარეო გაურკვევლობის პირობებში.

რეზერვების შეფასების სტანდარტულ დანახარჯ-სარგებლიანობის ჩარჩოზე დაყრდნობით, ანალიზი დამატებით ითვალისწინებს სამ მნიშვნელოვან ფაქტორს: სახელმწიფოს საგარეო სესხების ღირებულებას, კერძო სექტორის დოლარიზაციას და სავალუტო ინტერვენციების (FXI) საჭიროებას, რათა შემცირდეს გაცვლითი კურსის მერყეობა.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რეზერვები უზრუნველყოფს დაზღვევისა და სანდოობის უფრო ფართო სარგებელს, ვიდრე ეს სტანდარტული მაჩვენებლებით ჩანს. შესაბამისად, რეზერვების ოპტიმალური დონე შეფასებულია ARA-ის (IMF-ის რეზერვების ადეკვატურობის მეტრიკის) დაახლოებით 145–150 პროცენტის ფარგლებში, რაც აღემატება ტრადიციულ ადეკვატურობის ნიშნულებს.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი.