ვენესუელაში 7.2 და 7.5  მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა

25 ივნ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში მომხდარმა ორმა მიწისძვრამ „დაღუპულთა კატასტროფული რაოდენობა გამოიწვია“, ოფიციალური მსხვერპლის რაოდენობის მითითების გარეშე.

„აშშ მზადაა, სურს და შეუძლია დახმარება! მე დავავალე ჩვენი მთავრობის ყველა უწყებას, მოემზადონ სწრაფად მოქმედებისთვის. ჩვენ იქ ვიქნებით ჩვენი ახალი და დიდი მეგობრებისთვის. წინასწარი ცნობები არ არის კარგი“, - წერს ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმაზე.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7.2 სიმძლავრის მაგნიტუდის მიწისძვრა კარაკასიდან დასავლეთით  160 კმ-ის მოშორებით მოხდა, რასაც ერთ წუთზე ნაკლებ დროში 7.5 სიმძლავრის მაგნიტუდის მეორე მიწისძვრა მოჰყვა. დაფიქსირდა 20-მდე განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი.

სააგენტოს  წინასაწარი შეფასებით, დაღუპულთა რიცხვი 10 ათასიდან 100 ათასამდე მერყეობს. დედაქალაქ კარაკასში შენობები დაინგრა, ნანგრევებში ადამიანებია მოყოლილი. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სხვადსახვა ორგანიზაციებისგან აღდგენითი სამუშაოების მხარდასაჭერად თანხები მოითხოვა.

როდრიგესმა, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა თავისი ძმის, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხორხეს და შინაგან საქმეთა მინისტრ დიოსდადო კაბელოს თანხლებით,  დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა არ დაუსახელებია. მან აღნიშნა, რომ კარაკასის მახლობლად  მაიკეტიაში მდებარე სიმონ ბოლივარის აეროპორტი დაზიანების გამო დაკეტილია. სტიქიის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.