უკრაინა ანადგურებს რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკას - ზელენსკი

25 ივნ 2026

''უკრაინა სულ უფრო მეტად შლის რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკას“- განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, კიევმა ჩებოქსარისა და ვორონეჟის სამხედრო წარმოების ობიექტებზე და მთელ რუსეთში გაზის ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ბენზინისა და დიზელის დეფიციტის წინაშე დგას, რამაც გამოიწვია საწვავის ფასების ზრდა და გრძელი რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე - მას შემდეგ, რაც უკრაინის დრონებით განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები. მან ამ შეფერხებებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა და თქვა, რომ ის უარს ამბობს ომის დასრულებაზე „და უგულებელყოფს კიევის წინადადებებს შეხვედრის, ნამდვილი მოლაპარაკებებისა და ღირსეული მშვიდობის შესახებ“.

უკრაინული მხარის თქმით,  მისი სტრატეგია, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს შორი მოქმედების დრონებით ბომბავს, მიზნად ისახავს რუსეთის ომის დაფინანსების ძირითადი წყაროს ამოწურვას და რუსებისთვის იმის ჩვენებას, რომ მოსკოვის მიერ დაწყებული ოთხწლიანი კონფლიქტი მათგან შორს აღარ არის.