25 ივნ 2026
მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მესამე ტურის მატჩები დაიწყო. A ჯგუფში მექსიკის ნაკრები სამიდან სამი მოგებით პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა. ბოლო ტურში მუნდიალის ერთ-ერთმა მასპინძლებმა ჩეხეთი 3:0 დაამარცხეს. მექსიკელთა შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა მეკარე გილერმო ოჩოამ. ეს მისთვის მეექვსე მუნდიალი იყო და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში სამხრეთ აფრიკამ კორეას 1:0 მოუგო და პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა.
B ჯგუფში მასპინძელი კანადა შვეიცარიასთან 1:2 დამარცხდა, ხოლო ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებმა ყატარს 3:1 სძლია.
C ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა შოტლანდიას 3:0 მოუგო, მაროკომ კი ჰაიტი 4:2 დაამარცხა. ამ შედეგებით პირველი ადგილი ბრაზილიამ დაიკავა, რომელმაც ბურთების შეფარდებით აჯობა მაროკოს. მესამე ადგილზე შოტლანდიის ნაკრებია.
შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფში თორმეტიდან რვა საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.