საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ანგლასთან დამარცხდა

25 ივნ 2026

ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. „ჯვაროსნების“ მეტოქე აფრიკის მოქმედი ჩემპიონი ანგოლა იყო. მატჩი დახურული გახლდათ.

საბოლოო ანგარიში 77:62 დაფიქსირდა აფრიკელთა სასარგებლოდ. ჩვენს ნაკრებში 15-15 ქულით თანაბომბარდირები გახდნენ  დუდა სანაძემ და გიორგი ტურძილაძე.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გოგა ბითაძეს და ბექა ბურჯანაძეს. ისინი საქართველოს ნაკრებს მომდევნო ამხანაგურ მატჩში დაეხმარებიან, რომელიც 28 ივნისს, ლატვიასთან გაიმართება.