თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

25 ივნ 2026

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში „ვალენსიასთან“ დამარცხდა და ტიტულის გარეშე დარჩა. „ბარსელონამ“ სერია სტუმრად გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, ზედიზედ სამი თამაში წააგო და სერიაში 1:3 დამარცხდა. მეოთხე მატჩი „ვალენსიამ“ კატალონიურ გუნდთან 108:84 მოიგო და ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

თორნიკე შენგელიამ არასრულ 30 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი უკვე დაასრულა და ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას ესპანეთის ჩემპიონატი 2020 წელს „ბასკონიას“ რიგებში აქვს მოგებული.