სერჟანტთა პროფესიული დღე

25 ივნ 2026

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. სერჟანტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „არმიჰოლში“ მიულოცა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას  თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიება წარმატებული სერჟანტების დაჯილდოებით დასრულდა. მათ უწყებრივი მედლები და  ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.