სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები იცვლება - პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა

25 ივნ 2026

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები იცვლება.

კანონპროექტი 80-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

მიღებული კანონის პროექტით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები ახლებურად განისაზღვრება: - 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობა 50 ლარი იქნება; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის კი 300 ლარი.  

ასევე ცვლილების მიხედვით ღამის საათებში - 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს ავტობუსის ხაზში დადგომის და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება.