25 ივნ 2026
საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უწყების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. გიორგი გაბიტაშილმა შეაჯამა აუდიტის სამსახურის საქმიანობა და აღნიშნა, რომ 2025 წელს გაწეული სამუშაოების შედეგად უწყება მიუახლოვდა 2027 წლისთვის შესასრულებელ გეგმას.
როგორც გაბიტაშვილმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად, ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები. ამასთან, მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა.
სახელმწიფო აუდიტორთან კრიტიკული კითხვები ჰქონდათ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მათი შეკითხვები ეხებოდა როგორც უფლებამოვალეობების საკითხს ასევე გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებასა და პრევენციის მექანიზმებს. როგორც გაბიტაშვილმა აღნიშნა უწყება უფლებებისა და ბერკეტების ფარგლებში მოქმედებს.