25 ივნ 2026
ევროსაბჭოს რეზოლუციას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიციის განცხადებით, ეს არის კრიტიკული და უმკაცრესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე მოახდენს გავლენას.
მათი თქმით, ეს რეზოლუცია ადასტურებს იმას, რომ ქვეყანას ერთ ნაბიჯი აკლია დიქტატურამდე.
ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატების მიზანია ქართველ ხალხს დაათმობინონ ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე მათივე თქმით, ისინი ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ და ქვეყნის სწრაფ განვითარებას.