25 ივნ 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ბათუმში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი იმ გეგმებს და სტრატეგიას შეეხო, რომელიც საქართველოს მთავრობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგის შემდგომი განვითარების მიმართულებით აქვს. მხარეებმა ისაუბრეს როგორც სახელწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.