25 ივნ 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ 2026-2030 წლებისთვის ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულებას (CPF) მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი განსაზღვრავს ხუთი წლის განმავლობაში აგროსასურსათო სექტორის ხელშეწყობაში FAO-ს ჩართულობას და სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებს.
ეროვნულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ასახავს სტრატეგიულ ხედვას საქართველოს აგროსასურსათო სისტემებთან დაკავშირებით და აძლიერებს გაეროს კოორდინირებულ მხარდაჭერას.