26 ივნ 2026
მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ფინალში ბელგიელი იელინ ვანდრომი სამ სეტში დაამარცხა. მარიამმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, მეორე სეტში ამავე ანგარიშით მეტოქემ აჯობა, მაგრამ გადამწყვეტი სეტი ქართველმა 6:3 სძლია ბელგიელს და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვა.
მარიამ ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი შეხვედრა მოიგო.
28 წლის ქართველი უიმბლდონის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად ითამაშებს, დიდი სლემის ტურნირზე კი მეორედ, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, რადგან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშა.