მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები

26 ივნ 2026

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები E, F, და D ჯგუფებში დასრულდა. E ჯგუფში ეკვადორის ნაკრებმა გერმანია 2:1 დაამარცხა, ამავე ჯგუფში კოტ დივუარის ნაკრებმა 2:0 მოუგო კურასაოს. საბოლოოდ, E ჯგუფში გერმანიამ 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, კოტ დივუარმა ასევე 6 ქულით მეორე, ეკვადორმა 4 ქულით მესამე, ხოლო კურასაო 1 ქულით დაემშვიდობა მუნდიალს.

F ჯგუფში ნიდერლანდების ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით და პირველ ადგილზე დაასრულა. რონალდ კუმანის გუნდმა ტუნისი 3:1 დაამარცხა. პარალელურ შეხვედრაში იაპონიამ და შვედეთმა ფრე 1:1 ითამაშეს. ნიდერლანდებმა F ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, იაპონიამ ხუთით - მეორე, შვედეთმა ოთხი ქულა მოიპოვა და მესამე ადგილი ერგო, ხოლო ტუნისი უქულოდ დარჩა და მუნდიალსაც დაემშვიდობა.

D-ჯგუფის ბოლო ტურში თურქეთის ნაკრებმა მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები 3:2 დაამარცხა, თუმცა მაინც მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა. პარაგვაის და ავსტრალიის მატჩი უგოლო ფრეთი დასრულდა.

შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები 6 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, 4-4 ქულა აქვთ ავსტრალიას და პარაგვაის, თუმცა მეორე ეტაპზე გასვლა ავსტრალიამ გაინაღდა. შეძლებს თუ არა პარაგვაი შემდეგ ეტაპზე გასვლას, მოგვიანებით გაირკვევა.