კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის

26 ივნ 2026

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის საპოპულარიზაციო შოუ-ჩვენებები გაიმართა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  ღონისძიების პირველ დღე დაეთმო დალაგება-დასუფთავების სფეროში საქართველოში ცნობილი და გამოცდილი ექსპერტების პრაქტიკულ ტრენინგებსა და დისკუსიებს სხვადსხვა თემაზე.

მეორე დღე კი საწოლის გასწორების სატრენინგო შოუ-შეჯიბრებასა და მასტერკლასს დაეთმო.  

კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სამეულიც. ორდღიან ღონისძიებას რეგიონში დასაქმებული დასუფთავების სამსახურის 100-მდე თანამშრომელი დაესწრო.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.