26 ივნ 2026
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტიდან დაშავებული არასრულწლოვანი ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ ქვემო ომალოში 9 წლის ბავშვი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.
სამაშველო ოპერაციაში სამაშველო ჯგუფთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.