26 ივნ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება. 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველო საგარეო შოკებს წარმატებით გაუმკლავდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო პოლიტიკაზეც. ნათქვამია, რომ საგარეო პოლიტიკაში, საქართველო განაგრძობს მრავალვექტორულ თანამშრომლობას და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას.
რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დაასრულებს.
დოკუმენტში საუბარია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც - აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გეგმით მიმდინარეობს. დოკუმენტი მოიცავს გასული წლის პირველი ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს.