ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციაზე და არასამთავრობო სექტორზე

26 ივნ 2026

პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა დასასრულს პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა.

არასამთავრობო სექტორზე გაცემული გრანტები პრემიერის თქმით ხმარდებოდა, საბოტაჟის მცდელობას, თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ეკლესიაზე. მისივე მტკიცებით, გამჭვირვალობის კანონმა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება მისცა მმართველ გუნდს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ისინი ვინც არა საკუთარ ქვეყანას, არამედ სხვა ძალებს ემსახურებიან, საკუთარი სახელი დაარქვეს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანმიმდევრული მიდგომით, სამართალი აღასრულეს მოძალადეების წინაშე.