26 ივნ 2026
საგარეო კურსი, ოკუპირებული ტერიტორიები, ანექსია, კორუფცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური გარემო, განათლება - ეს ძირითადი მიმართულებებია იმ კითხვების, რომლებიც დეპუტატებს აქვთ პრემიერ-მინისტრთან. ოპოზიცია ირაკლი კობახიძის ანგარიშს კრიტიკულად აფასებს, მათი განცხადებით პრემიერს თვითკმაყოფილი ტონი ჰქონდა, მაშინ როდესაც ქვეყანაში რეალურად განსხვავებული სურათია, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონით.
პრემიერთან კითხვები შეეხებოდა საგარეო კურსს და ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხეს. გახარიას გუნდმა პრემიერს ჰკითხა როდის აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ევროპასთან ვიზების შესაძლო დაკარგვის საქმეზე.
ოპოზიციას მმართველი გუნდის დეპუტატებმა უპასუხეს და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ პოლიტიკურ ქმედებებში დაადანაშაულეს.
პრემიერი დეპუტატების კითხვებს რამდენიმე წუთში უპასუხებს.