ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ 20 პირს, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

26 ივნ 2026

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ 20 პირს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მათ შორისაა  ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მხეიძე. ის 2023 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა, რა დროსაც ბრალდების მიხედვით, პირადი გამორჩენის მიზნით ხელს უწყობდა  დანაშაულებრივ ჯგუფს ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონო რეალიზაციაში.  

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, სამოქალაქო ბრუნვაში შევიდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ჯამში 56 მილიონ ერთეულ აბზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტი,

დანაშაულებრივმა ჯგუფის წევრებმა კი განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, მიიღეს 54 მილიონამდე ლარის უკანონო შემოსავალი.