26 ივნ 2026
26 ივნისს ნარკოტიკების გამოყენებისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით ღია ლექცია გაიმართა.
შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შედგა. ლექციაზე ნარკოდამოკიდებულების საკითხთან დაკავშირებით სტუდენტების წინაშე სხვადასხვა მოხსენებით ფსიქოლოგები წარსდგნენ.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.