ეკა ჩავლეიშვილი ფილმში ალისია ვიკანდერთან და კირა ნაითლისთან ერთად ითამაშებს

26 ივნ 2026

„The Worst“ რეჟისორ საიმონ ვუდსის ახალ ფილმში ერთ-ერთ როლს ქართველი მსახიობი, ბათუმის დრამატული თეატრის დასის წევრი  ეკა ჩავლეიშვილი შეასრულებს.    ფილმის მთავარი გმირები  ემილი ფიშერი და მისი მეუღლე მაქსი   არიან, რომლებიც თავიანთ მდიდარ მეგობრებს საფრანგეთში, ახალ შატოში გამართულ საღამოზე ეპატიჟებიან. 

ეკა ჩავლეიშვილი ფილმში სწორედ ცნობილ მსახიობებთან ალისია ვიკანდერთან და კირა ნაითლისთან ერთად ითამაშებს.  

ფილმის გადაღება საფრანგეთში მიმდინარეობს,  ეკა ჩავლეიშვილი პროცესში უკვე ჩართულია.  მსახიობი ფილმთან დაკავშირებით ვრცელ ინტერვიუს  მედიისთვის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გეგმავს. 

ეკა ჩავლეიშვილს  ფილმში ,,შაშვი შაშვი მაყვალი“,  შესრულებული როლისთვის  არაერთი ჯილდო  აქვს მიღებული.