26 ივნ 2026
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის მიღება გამოცხადდა. სასწავლო დაწესებულებაში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 8 ივლისამდე გასტანს.
მისაღებ გამოცდაზე მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წლიური ნიშანი 8 ქულა ან მეტი აქვთ.
მოსწავლეები კონკურსის წესით აირჩევიან, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ მათემატიკის გამოცდას. 2026-2027 სასწავლო წლისთვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ჯამში 70 მოსწავლეს მიიღებენ.