პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 2 პირი დააკავა

27 ივნ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისთვის და თანხის მითვისებისთვის ძებნილი, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

"სამართალდამცველებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, რუსთავში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 

ამჟამად, დაკავებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან შესახლებულნი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.