ირაკლი კობახიძე უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ

28 ივნ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან ერთად, უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც,  საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძემ ბავშვებს სადილზე უმასპინძლა.

"პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები არიან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლები პირები კიევიდან, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღსა და თელავში.

 

4-15 ივლისს ბანაკი უმასპინძლებს მეორე ნაკადს – ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სუმიდან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.