ქობულეთში მოქალაქეები არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე ობიექტების განთავსებას ითხოვენ

08 ივნ 2017

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მოქალაქეებისგან შემოსულ 53 განცხადებებს განიხილავენ ამ წუთებში ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.

მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე ობიექტების განთავსებას  ითხოვენ.  დღესვე დეპუტატები გამგეობისა და საკრებულოს საშტატო ნუსხაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.