28 ივნ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.