მედიაწიგნიერება სკოლამდელ განათლებაში   

29 ივნ 2026

სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვა იწყება. ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევი  სახელწოდებით „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ თარგმნა და გამოსცა. სახელმძღვანელო   საბავშვო ბაღებს ეტაპობრივად გადაეცემა.  

პროგრამა ბაღის მასწავლებლებს სთავაზობს ადრეულ, სკოლამდელ და დაწყებით განათლებაში მედიაწიგნიერების, პროგრამირებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კომპეტენციის განვითარების ინსტრუმენტებს.

უწყების ინფორმაციით, გზამკვლევი ფინური მოდელის მიხედვითაა შემუშავებული და ფინეთის ეროვნული განვითარების პროგრამის ფარგლებშია გამოქვეყნებული.