უწყებათაშორისი საბჭო

30 ივნ 2026

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. 

სხდომის მონაწილეებმა ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. 

საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხსა და დროულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.