ცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან აჭარაში მოგზაურობენ

30 ივნ 2026

ყაზახი და უზბეკი ინფლუენსერები აჭარაში მოგზაურობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ. მათ უკვე დაათვალიერეს ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები: ძველი ბათუმი, ბულვარი, ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე და მთიანი აჭარა.

საზღვაო აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.  

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით,  წლის განმავლობაში 25-მდე სამიზნე ქვეყანაში მოხდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია.