ქართველი მზარეულები ესპანეთში გადამზადების კურსს გაივლიან

30 ივნ 2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, 10 ქართველი მზარეული ესპანეთში, სან-სებასტიანში, გადამზადების კურსს გაივლის.  კონკურსში 60-მდე მსურველი მონაწილეობდა, შემდეგ ეტაპზე 29 მზარეული გადავიდა, საიდანაც ჟიურის წევრებმა - შეფ-მზარეულმა დავით ნარიმანიშვილმა, რესტორატორმა ქეთი სალაყაიამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საუკეთესო ათეული შეარჩიეს.

სასწავლო კურსი მოიცავს: პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას და მსოფლიო ტენდენციების გაცნობას. კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცემათ.