30 ივნ 2026
დღეს ქობულეთის მუნიციპალური საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე 17 საკითხი განიხილეს. საკითხთა უმრავლესობა მუნიციპალიტეტში მდებარე საპრივატიზაციო ობიექტებს შეეხებოდა. მათი ნაწილი იჯარით გაიცა, ნაწილი კი გასხვისდა.
სხდომაზე ითქვა, რომ მუნიციპალიტეტში წელს დაგეგმილი საპრივატიზაციო გეგმა უკვე შესრულებულია და ბიუჯეტში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შევიდა.
დღესვე საქმიანობის ანგარიში წარადგინა ბაღების გაერთიანებამ.