აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ოზურგეთში

01 ივლ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ოზურგეთში გამართა.

აქციით ასამდე დევნილმა მოქალაქემ ისარგებლა. მათ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმ-სპეციალისტებისგან კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს, ასევე, დანიშნულების საფუძველზე საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.