საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

01 ივლ 2026

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ეწვია, სადაც უწყების დირექტორს, ანდრანიკ სიმონიანს, შეხვდა. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით  მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში კოორდინაციის მექანიზმების შემდგომი განვითარების საკითხებს.

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსაც ეწვია, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.