01 ივლ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადასვლა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობაში თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს შექმნის, მათ შორის როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების კუთხით.
საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით არსებულ პერსპექტივებს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირად წვლილს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებაში და მას მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.